"رَبَّنَآ ءَاتِنَا فِي ٱلدُّنۡيَا حَسَنَةٗ وَفِي ٱلۡأٓخِرَةِ حَسَنَةٗ وَقِنَا عَذَابَ ٱلنَّارِ٢٠١ ". [الْبَقَرَةُ - 201].
"رَبَّنَا ظَلَمۡنَآ أَنفُسَنَا وَإِن لَّمۡ تَغۡفِرۡ لَنَا وَتَرۡحَمۡنَا لَنَكُونَنَّ مِنَ ٱلۡخَٰسِرِينَ٢٣". [الْأَعْرَافِ - 23].
ო, ალლაჰ, შენთან ვეძიებ თავშესაფარს სიზარმაცისგან, უძლური სიბერისგან, ცოდვისა და ვალისგან; საფლავის განსაცდელისა და საფლავის სასჯელისგან; ცეცხლის განსაცდელისა და ცეცხლის სასჯელისგან; სიმდიდრის გამოცდის ბოროტებისგან; შენთან ვეძიებ თავშესაფარს სიღარიბის გამოცდისა და ცრუ მესიის განსაცდელისგან. ო, ალლაჰ, ჩემი შეცდომები თოვლისა და სეტყვის წყლით ჩამომბანე; ცოდვებისგან ჩემი გული ისე განწმინდე, როგორც თეთრი სამოსი იწმინდება ჭუჭყისგან; და დამაშორე ჩემს ცოდვებს ისე, როგორც აღმოსავლეთი და დასავლეთი დააშორე ერთმანეთს.
ყოველდღიური ზიქრები ინტერნეტის გარეშე. უფასოდ.
Android · iPhone · iPad